მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუციშვილი: უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის მოცულობა მთლიან ვალში 80%-ზეა, რაც დიდი რისკის შემცველია

6193db4c29752
თამთა ჯიჯავაძე
16.11.21 20:22
703
ვალის მართვის სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ვალის მოცულობას მომდევნო პერიოდში, არამედ მის სტრუქტურას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს საგარეო ვალმა 60%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც კრიტიკული ზღვარია ქვეყნის კანონმდებლობით, თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის აღდგენის ტემპმა, ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ვალის მოცულობა 53%-ზე ქვემოთ შეემცირებინა.

„ახლახან, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვალის მართვის სტრატეგია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე და ყველას აქვს საშუალება, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ამ დოკუმენტთან მიმართებით წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები და შენიშვნები. ამ კონსულტაციების შემდეგ, მოხდება საბოლოო დოკუმენტის მიღება. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ამ დოკუმენტში არის პროპორცია უცხოურ ვალუტაში აღებულ ვალსა და ლარში აღებულ ვალს შორის. დღეს გვაქვს, დაახლოებით 80%. უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის მოცულობა მთლიან ვალში სწორედ ამ ნიშნულზეა, რაც დიდი რისკის შემცველია ქვეყნისთვის. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, ეს ბალანსი შევცვალოთ და მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, ჩამოვიდეთ დაახლოებით, 65%-იან ნიშნულზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, თუმცა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანას ავარიდოთ მუდმივი რყევების რისკი, მათ შორის, სავალუტო რისკებიდან გამომდინარე,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა სამინისტრომ 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები