მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუდონჰესის პროექტის მოდიფიცირებაზე მუშაობს შვეიცარიული კომპანია - ღარიბაშვილი

649ee7e18d7c1
მარიამ ვარადაშვილი
30.06.23 19:00
466
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხუდონჰესის პროექტზე შვეიცარიული კომპანია მუშაობას, რომელმაც ჰესი ისე უნდა დააპროექტოს, რომ მიმდინარე გარკვეული ტერიტორია არ დაიტბოროს.

წლიური ანგარიშის წარდგენისას ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ მთავრობა მსხვილი ჰესების პროექტების განვითარებას გეგმავს, რის შემდეგაც 3 ათასი მეგავატი სიმძლავრე შეემატება გენერაციის ობიექტებს.

“ხუდონის პროექტზე მიდის მუშაობა და ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია ამ პროექტის მოდიფიკაციას აკეთებს. ჩვენი სურვილია, რომ მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც იყო დატბორვა მათ შორის ეკლესიის და სოფლის, აღარ მოხდეს. ეს თავიდან რომ ავირიდოთ და ამგვარად განვახორციელოთ ეს პროექტი. ბუნებრივია, ადგილზე ხალხის ჩართულობით. კიდევ არის რამდენიმე მსხვილი პროექტი და ჯამში დაახლოებით 3 ათას მეგავატის სიმძლავრის ჰესის აშენება შეგვეძლება მომდევნო 2-3 წელიწადში, რაც მინიმუმ 4 მილიარდი ლარის მოცულობის ინვესტიციაა. ეს რა თქმა უნდა, დაბუსტავს ეკონომიკურ ზრდას”,-ამბობს ღარიბაშვილი.

ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები