მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხუნდაძე-კობერიძეს: კითხვები ლეგიტიმურია, ჯანდაცვის მინისტრიც მოვა და პრემიერიც

5ec25ecabe9f3
ინგა მურუსიძე
18.05.20 14:27
906
კითხვები ლეგიტიმურია, მინისტრიც იქნება და პრემიერიც, - ასე უპასუხა პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილეს ლევან კობერიძეს.

კობერიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში უნდა მივიდეს.

„დღეს ჩვენ სხვა დღის წესრიგი გვაქვს, თუმცა მესმის მაღალი ინტერესი, კითხვებიც არის ლეგიტიმური. აქ მინისტრიც იქნება, პრემიერიც, როცა ამ საკითხებთან მიმართებაში არა მარტო კომიტეტში, არამედ სასესიო დარბაზში ვიმსჯელებთ.

ყველას ექნება შესაძლებლობა, კითხვები დაუსვას უშუალოდ მთავრობის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრს. დარწმუნებული ვარ, მას ყველაფერზე ექნება შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა ხუნდაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები