მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ საგადასახადო დავის წარმოებაზე ზურაბ ძნელაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

6013e8112200d
თელარა გელანტია
29.01.21 19:30
910
ხვალ, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, თემაზე - „საგადასახადო დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში“ ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართება, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ჩაატარებს.

საჯარო ლექციაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

ა) როგორ დავიწყოთ დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში;
ბ) რა შედეგები მოყვება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას;
გ) ვინ და როგორ იხილავს საჩივარს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, რა ტიპის გადაწყვეტილებებს შეიძლება ველოდოთ;
დ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები.

როგორც bm.ge-ის ზურაბ ძნელაშვილმა განუცხადა, ლექცია განკუთვნილია საგადასახადო დავებში მონაწილე პრაქტიკოსი იურისტებისთვის, ბუღალტრებისთვის და საგადასახადო კონსულტანტებისთვის, თუმცა ლექციაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც შესაბამისი რეგისტრაცია გაიარა.

„ამ ლექციის მომზადება 2 ძირითადი მიზეზით გადავწყვიტეთ - ერთი ის, რომ როგორც პრაქტიკამ აჩვენა, გადასახადის გადამხდელები და მათი წარმომადგენლები ხშირად უშვებენ შეცდომებს საგადასახადო დავის წარმოებისას, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი ხდება, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება თვითონ ამ გადამხდელის უფლებრივ მდგომარეობაზე და მეორე მიზეზია ის, რომ კანონმდებლობა საგადასახადო დავის წარმოების და თანმდევი შედეგების თაობაზე არ არის კომპაქტური, გაშლილია საგადასახადო კოდექსსა და კანონქვემდებარე აქტებში და მათი თავმოყრა და ერთიანი სისტემატიზებული სახით მიწოდება გადამხდელებისთვის ცალსახად გააუმჯობესებს მათი უფლებების დაცვის შესაძლებლობებს“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები