"გადავწყვიტეთ, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულების თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, რომელშიც მოთავსებული არიან შშმ პირები, როგორც მოხუცები, ისე ბავშვები, ჩაერთვებიან ამ ტესტირებაში" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს შევხვდით ყველა კლინიკის ხელმძღვანელს, რომელიც ჩართულია კოვიდის მართვაში. განვიხილეთ ის დეტალები, თუ რა შედეგები აქვთ და რა პრობლემები წარმოიშვა პაციენტების მართვის და მკურნალობის პერიოდში. ვისაუბრეთ ასევე იმ საწოლ-ფონდზე, რომელიც დღესდღეობით არის მობილიზებული. ასევე, ჩვენ განვიხილავთ თუ რა იქნება შემდეგი ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება ტესტირების ფარგლებში. გადავწყვიტეთ, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულების თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც მოთავსებული არიან შშმ პირები, როგორც მოხუცები, ისე ბავშვები, ჩაერთვებიან ამ ტესტირებაში, რათა არ მოხდეს ამ ჯგუფებში ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.