მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან გუდაურში სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება - M.T.A

63bd3b417f674
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.23 14:32
1320
გუდაურში 11 იანვრიდან სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება - ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, გუდაურში აღნიშნული სათხილამურო ტრასის გახსნის შესაძლებლობა ბოლო დღეებში მოსულმა ნალექმა გააჩინა.

„თოვლის დაგროვების მიზნით, გუდაურში სრული დატვირთვით მუშაობდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამაც მოგვცა საშუალება, შეგვეგროვებინა დაახლოებით 100 000 კუბი ხელოვნური თოვლი.

აქამდე, ბუნებრივი თოვლის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო მხოლოდ ხელოვნურ თოვლზე ტრასების მომზადება.

თუმცა, ამ წუთის მონაცემებით, ბოლო დღეებში მოსული მცირე ნალექი, დაგროვებულ ხელოვნურ თოვლთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, რომ 11 იანვარს გავხსნათ “სნოუპარკის” სათხილამურო ტრასა.

ჩვენი გუნდი, 24-საათიან რეჟიმში ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ კურორტმა სრულყოფილად იფუნქციონიროს. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მომავალ დღეებშიც იმუშავებს, იმისთვის, რომ დამატებით, კიდევ ერთი სათხილამურო ტრასის გახსნა შევძლოთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთის ტრასების სააგენტო სრიალის მოყვარულებს აფრთხილებს, რომ თოვლის საფარი მხოლოდ მარკირებულ ტრასაზეა და ურჩევს, სააგენტოს მიერ შემოსაზღვრული არეალის მიღმა არ ისრიალონ.

„ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოვეკიდოთ არსებულ რეალობას და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები