უწყებათშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები და კვების ობიექტები მომხმარებლის მიღებას 23:00 საათამდე შეძლებენ, ნაცვლად 22:00 საათისა.
ამის შესახებ საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან, 1 საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.
იხსნება კონცერტებსა და ფესტივალებთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი გამართვა შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.