რუსეთის ჯარმა გაანადგურა ან დააზიანა 202 სკოლა, 1 500 საცხოვრებელის სახლი, 30-ზე მეტი საავადმყოფო - ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი Twitter-ზე აქვეყნებს და რუსებს „XXI საუკუნის ბარბაროსებს“ უწოდებს.
„XXI საუკუნის ბარბაროსები. რუსეთის ფედერაციამ გაანადგურა 202 სკოლა, 34 საავადმყოფო, 1 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, კორპუსების ჩათვლით. ელექტროენერგიის, წყლის და გათბობის გარეშე 900 დასახლებული პუნქტი დარჩა. რუსეთის ჯარმა არ იცის სხვა ჯართან ბრძოლა, მაგრამ მშვენივრად იცის როგორ მოკლას მშვიდობიანი მოქალაქეები“, - წერს პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.
უკრაინული გამოცემა განათლების მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ 6 მარტის მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა 211 სკოლა გაანადგურეს ან დააზიანეს.




























