მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყალბი Jack Daniel’s-ის დამზადების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახური

ჯეკ დენიელსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, „Jack Daniel’s“-ის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფალსიფიცირებული პროდუქცია ერთ-ერთი დაკავებულის საწყობში ინახებოდა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 22 400 ლარის ღირებულების სულ 300 ბოთლი ყალბი სასმელი ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები