Yandex Go-მ, რომელიც ტაქსის გამოძახების (ride-hailing) ონლაინსერვისს წარმოადგენს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა: "პირველი ნაბიჯი - საქართველო", თბილისის ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა” და საქართველოს უსინათლოთა კავშირი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უკეთესი მობილობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საქართველოში. კომპანია ყოველთვიურად აწვდის ამ ორგანიზაციებს პრომოკოდებს, რომლებიც ფარავენ მგზავრობებს და ამანათების მიტანას.
ეს მგზავრობები განკუთვნილია შშმ პირებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს, კომფორტულად იმგზავრონ სასურველ დანიშნულების ადგილამდე. პრომოკოდები ასევე შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სოციალური მუშაკების - მედიკოსების, ფსიქოლოგების თუ მოხალისეების მიერ.
Yandex Go-ს თანადგომა ეხმარება აღნიშნულ ორგანიზაციებს, შეამცირონ ადმინისტრაციული ხარჯები, რაც მათ საშუალებას აძლევს, არსებული რესურსები უფრო კრიტიკული ამოცანებისკენ მიმართონ.
სერვისმა უკვე განახორციელა თავისი აპლიკაციის ადაპტირება შშმ პირებისთვის საქართველოში. ამიერიდან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, წინასწარ აცნობონ მძღოლებს კონკრეტული საჭიროებების შესახებ - მაგალითად, თუ ავტომობილში ჩაჯდომისას დახმარება ან ეტლისთვის საბარგულში ადგილი სჭირდებათ. ამასთან, მძღოლები იღებენ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჯობს ურთიერთობა ამა თუ იმ მგზავრთან: სიტყვიერად თუ ჩატის ფუნქციის საშუალებით. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს შშმ მომხმარებელთა მგზავრობის ხარისხისა და კომფორტის გაუმჯობესებას საქართველოში, პარალელურად კი, შეამცირებს მგზავრობისას გაუგებრობის წარმოქმნის ალბათობას.
„მიგვაჩნია რომ ქალაქის მასშტაბით თავისუფლად და მოსახერხებლად გადაადგილების საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის მიზანია, უსასყიდლოდ დავუდგეთ გვერდში მათ, ვისაც საავადმყოფოებსა თუ მაღაზიებში სიარული ან სხვა ყოველდღიური საქმეების შესრულება უწევს“, — აღნიშნა Yandex Go‑ს პრესსამსახურმა საქართველოში.
"უკვე 25 წელია, „პირველი ნაბიჯი“ არის იმედი და მხარდამჭერი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის; ის ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს მათი ღირსეული ცხოვრება. დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანიებს, რომლებიც ამ მიზნის განხორციელებაში გვეხმარებიან და მხარში გვიდგანან. კომპანია „იანდექს“-ის მხარდაჭერით, ჩვენი სპეციალისტები იმ ათეულობით ბავშვს გაუწევენ მომსახურებას ბინაზე, რომელთათვისაც აღნიშნული სერვისი უმნიშვნელოვანესია. დავეხმარებით პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში“, - აღნიშნავს „პირველი ნაბიჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი, გუჩი თავხელიძე"
Yandex Go‑ს უფასო აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ზე, ისე - Android-ზე ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.
„პირველი ნაბიჯი — საქართველო“ - https://firststepgeorgia.org/
„პირველი ნაბიჯი“ 25 წელია, ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე. ორგანიზაცია 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად და ახორციელებს ათამდე პროგრამას, მათ შორის - ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის, დღის ცენტრის, ბინაზე მოვლის და სხვა პროგრამებს; ასევე, დანერგა კულინარიისა და სპორტის წრეები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
„პირველი ნაბიჯი“ 1998 წელს დაარსდა და, დაარსების დღიდან, აქვს მიზანი, რომ გააუმჯობესოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება და დაეხმაროს მათ, მიიღონ საჭირო განათლება, ისწავლონ ახალი უნარები, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
თბილისის ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ - https://childrenshospice.org.ge
ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა" სრულიად უფასოდ უწევს პალიატიურ მზრუნველობას ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს.
ჰოსპისის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება როგორც მათ სხეულზე, გონებასა და სულიერ მდგომარეობაზე აქტიური და ყოველმხრივი ზრუნვის, ისე - მათი ოჯახის წევრების თანადგომისა და დახმარების გზით.
საქართველოს უსინათლოთა კავშირი - http://www.gbu.ge/
საქართველოს უსინათლოთა კავშირი ყველაზე დიდი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციაა საქართველოში. იგი დაფუძნდა 1926 წელს და აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო-მცირემხედველ 3000-მდე ადამიანს საქართველოს მაშტაბით. უსინათლოთა კავშირის მიზანია უსინათლო მოქალაქეთა გამოვლენა და მათი შესაძლო შრომითი, სამედიცინო, ინტელექტუალური, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურება.