მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Yandex-ის თანადამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

არკადი ვოლოჟი

ტექნოლოგიური გიგანტის, Yandex-ის თანადამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა რუსეთის მოქალაქეობა ოფიციალურად დათმო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მილიარდერმა მეწარმემ მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასტური მას შემდეგ მიიღო, რაც ორი წლის წინ კომპანიაში საკუთარი წილი გაყიდა.

ვოლოჟი, რომელიც წლებია ისრაელში ცხოვრობს, რუსეთთან სამართლებრივი კავშირის სრულ გაწყვეტას თავის ახალ საერთაშორისო პროექტზე, ნიდერლანდურ ტექნოლოგიურ კომპანია Nebius Group NV-ზე ფოკუსირებით ხსნის.

ვოლოჟის ეს ნაბიჯი 2022 წელს ევროკავშირის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. ევროპელი რეგულატორები ბიზნესმენს კრემლის პროპაგანდის ხელშეწყობასა და საძიებო სისტემის შედეგებით მანიპულირებაში ადანაშაულებდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსული ბიზნესელიტის წარმომადგენლების მიერ მოქალაქეობის მასობრივი უარყოფის ტენდენციის გაგრძელებად მიიჩნევა. შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში იგივე ნაბიჯი DST Global-ის დამფუძნებელმა იური მილნერმა და Tinkoff Bank-ის დამფუძნებელმა, ოლეგ ტინკოვმაც გადადგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები