მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Yandex-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟს, EU-მ სანქციები მოუხსნა

არკადი ვოლოჟი

რუსეთის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Yandex-ის თანადამფუძნებელს და ყოფილ CEO-ს არკადი ვოლოჟს ევროკავშირმა სანქციები მოუხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად, ვოლოჟს კვლავ მიეცემა იმ აქტივებზე წვდომა, რომელიც მილიარდერს განთავსებული ჰქონდა იმ საბანკო სივრცეში, რომელიც აღნიშნული სანქციებით ხელმძღვანელობდა.

Forbes-ის შეფასებით, 60 წლის არკადი ვოლოჟის ქონება 1.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ვოლოჟი სანქცირებულთა სიაში 2022 წლის ივნისში მოხვდა, რის გამოც მას Yandex-ის CEO-ს პოსტის დატოვება მოუწია. მან 2023 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაგმო და სანქციების მოხსნის მიზნით შესაბამის კამპანიას ახორციელებდა, რამაც შედეგი მიმდინარე წლის 12 მარტს გამოიღო.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ Yandex-ი გაიყიდება, კომპანიის მფლობელი 5 რუსული კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი გახდება, რომელიც Yandex-ში 5.2 მილიარდ დოლარს გადაიხდის.

Yandex-ი ამ დრომდე ნიდერლანდებში რეგისტრირებული Yandex NV-ის მეშვეობით ოპერირებს, თუმცა კომპანიის შემოსავლის 95% რუსული ბაზრიდან მომდინარეობდა. გარიგების ფარგლებში გაიყიდება ბაზრის სწორედ ეს სეგმენტი, ხოლო გაყოფის შემდეგ Yandex NV-ის საკუთრებაში დარჩება სხვა ქვეყნების სეგმენტები, რომლებიც ჯამურად კომპანიის შემოსავლის 5%-მდე აგენერირებენ. ამასთან, სახელი შეუნარჩუნდება Yandex-ის იმ ნაწილს, რომელიც გაყოფის შემდეგ რუსეთში დარჩება, ხოლო გარიგებიდან 3 თვეში Yandex NV-იმ საკუთარ ბრენდს სახელი უნდა შეუცვალოს და სხვა ბაზრებზე ოპერირება სხვა სახელით გააგრძელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები