როგორც ცნობილია, Yandex ჯგუფის ტაქსის სერვისი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს ფინეთში და დიალოგის რეჟიმშია ევროპულ მარეგულირებელებთან.
კომპანიამ აღნიშნულ ორგანოს უკვე მიაწოდა ტექნიკური მონაცემები, ევროპელი მომხმარებლების შესახებ, შენახვისა და დამუშავების პროცესებისთვის. მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით კი ფინეთის მარეგულირებელმა ორგანომ, დაადასტურა ქვეყანაში სერვისის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ შესაძლებლობა, ყოველგვარი ჯარიმების გარეშე და საქმის განხილვის ვადა 26 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ასევე დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში Yandex Go-ს მომხმარებლების მონაცემები რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს არ გადაეცემათ. Yandex ჯგუფის უცხოური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს Yandex Go სერვისს საქართველოში, ამუშავებს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობისა და GDPR სტანდარტების შესაბამისად და ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების ყველა განსაზღვრულ უფლებას.