მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაველაშვილის ადმინისტრაციამ ყვავილების თაიგულების და გვირგვინების საყიდლად 64 300-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

ყაველაშვილი

"ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია 64 300 ლარის ღირებულების ყვავილების თაიგულებს და გვირგვინებს ყიდულობს.

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 21 თებერვალს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 5 მარტს სრულდება.

ტექნიკური დავალების მიხედვით, გათვალისწინებულია ტიტების, სხვადასხვა სახის თაიგულის, სარიტუალო გვირგვინების, ასევე სხვადასხვა სახის ყვავილების კომპოზიციების (კოქტეილის მაგიდის, ტრიბუნის, საახალწლო და ა.შ.) შეძენა.

მიწოდება კი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები