მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაველაშვილის არჩევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პოლარიზაციის შემცირებაში - კობახიძე

კობახიძე ივანიშვილი ღარიბაშვილი ყაველაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და ირწმუნება, რომ ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ყაველაშვილის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია.

„მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში. ორ წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია, პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნის და საზოგადოების გაერთიანებაზე. ამ წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები, გარე ძალები პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაესუსტებინათ ხელოვნურად ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი, ამისთვის სისტემატურად ირღვეოდა სწორედ პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც გარე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს. მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და ღირსება. მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე “, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები