მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტი აზერბაიჯანში 15-16 აპრილს იგეგმება. ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით, ყაველაშვილმა დღეს აზერბაიჯანის ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი შეხვედრის დროს ისაუბრა.
გარდა ამისა, როგორც "ოცნების" არჩეული პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.
"მხარეებმა გამოხატეს მზაობა, უფრო დინამიკური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის", - წერია რელიზში.




























