აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვახტანგ ყოლბაია მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას აფასებს. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, ყაველაშვილმა კონფლიქტის მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს.
"მას სიტუაციის ადეკვატური აღქმა აქვს. ზოგიერთი ქილიკად აღიქვამს მის სპორტსმენობას, მაგრამ [ყაველაშვილის] გასული სპორტული კარიერა, შეიძლება, გაცილებით შედეგის მომტანი იყოს, ვიდრე დიდ პოლიტიკაში მყოფების. ვფიქრობ, მისი წარსული, ის რომ ანტიაფხაზური განწყობების შექმნაში შემჩნეული არ არის და სუფთა ხელებით მოდის, კონფლიქტის მოგვარების პროცესში, უდავოდ დადებითი მომენტია
- ფიქრობთ, რომ მიხეილ ყაველაშვილს აფხაზეთის დაბრუნება შეუძლია?
- არა, დაბრუნება არ არის ისეთი პროცესი...
- მაგრამ "ქართულ ოცნებაში" არჩევნებამდე გვპირდებოდნენ, რომ 2030 წლამდე ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.
- არასდროს თქვა არასდროს. ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, როგორ და რა ფორმით ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან და როგორ ავაწყობთ ურთიერთობას ქვეყანაში", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ BMG-სთან. ცნობისთვის, ვახტანგ ყოლბაიამ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას მხარი დაუჭირა.