მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის ზრდას გეგმავს

მილსადენი

ყაზახეთი აქტაუდან "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროს „ყაზმუნაიგაზის“ ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ერბოლატ მენდიბაევმა განუცხადა.

„ნავთობის საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირების კუთხით, 2023 წლის მარტში ყაზახეთმა ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს მიმართულებით და შემდეგ "ბაქო-თბილის-ჯეიჰანის" ნავთობსადენით დაიწყო. უდავოდ, "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი" ხმელთაშუა ზღვაზე და შემდეგ მსოფლიოს დანარჩენ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას გვაძლევს. მოკლევადიან პერსპექტივაში განვიხილავთ აქტაუდან "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მარშრუტით, წელიწადში ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის 2.2 მლნ ტონამდე ზრდას“, - განაცხადა ერბოლატ მენდიბაევმა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერირების ხარჯი გაიზარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები