მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი მზად არის სომხეთში ექსპორტი $350 მილიონამდე გაზარდოს - ყაზახეთის ელჩი სომხეთში

ყაზახეთი
22.11.24 20:36
112

ყაზახეთი მზად არის სომხეთში ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალი გააფართოოს და და 70 დასახელებამდე გაზარდოს. ამის გათვალისწინებით ქვეყანა სომხეთში ექსპორტის 350 მლნ დოლარამდე ზრდის მზაობასაც აცხადებს. ამის შესახებ სომხეთში ყაზახეთის ელჩმა ბოლატ იმანებაევმა BMG-ის სომხეთის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სომხეთსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფორმებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში ჩაიწერა. მან აღნიშნა, რომ ყაზახეთი მზად არის ექსპორტი წლიურად 350 მილიონი დოლარით გაზარდოს

„მზად ვართ ისეთი საქონლის მოწოდება გავზარდოთ, რომელიც მეტალურგიული, ნავთობქიმიური, სასურსათო მრეწველობის, ასევე სამშენებლო და სოფლის მეურნეობის მიმართულებების იწარმოება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ელჩის თქმით, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება. ამაში კი მნიშვნელოვან როლს ყაზახეთ-სომხეთის მთავრობათშორის კომისიის რეგულარული სხდომები თამაშობს, რომლებსაც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე სერიკა ჟუმანგარინა და სომხეთის ვიცე-პრემიერი მგერა გრიგორიანი უძღვებიან.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ბოლო 5 წელიწადში ქვეყნებს შორის ვაჭრობა 3-ჯერ გაიზარდა. თუმცა მისი შეფასებით, ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ არ ასახავს ქვეყნების თანამშრომლობის რეალურ პოტენციალს. ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი კი ლოგისტიკაა. მისი თქმით, 2 ქვეყანას შორის ოპტიმალური სატრანსპორტო მარშრუტების განსაზღვრა ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგში რჩება.

ბოლატ იმანბაევმა ისიც აღნიშნა, რომ საქმიანი კავშირებისა და ტურიზმის განვითარებას ყაზახური ავიაკომპანია SCAT-ის მიერ შესრულებული პირდაპირი ავიარეისები უწყობს ხელს, რომელიც აქთაუდან ერევნის მიმართულებით და უკან სრულდება. დღეისთვის, ყაზახეთში სომხური კაპიტალის მონაწილეობით 400-ზე მეტი კომპანია ოპერირებს, სომხეთში კი ყაზახური ინვესტიციით 100-ზე მეტი საწარმოა დარეგისტრირებული.

„სიამოვნებით აღვნიშნავ ჩვენი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის ურთიერთობების გააქტიურებას. წელს 3 ბიზნესფორუმი გაიმართა“, - განაცხადა ელჩმა. კერძოდ, მარტში, სომხეთში. ყაზახი მეწარმეების ბიზნესვიზიტი შედგა, აპრილში ყაზახურ-სომხური ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც ქვეყნების ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტები მონაწილეობდნენ, აგვისტოში კი სომეხმა მეწარმეებმა ყაზახეთი მოინახულეს.

BMG-ის სომხეთის ბიუროს ინფორმაციით, სომხეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს სომხეთ-ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით გაიზარდა სომხეთიდან საქონლის ექსპორტი, რაც 3.8-ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს და 71 მილიონ დოლარს შეადგენდა. ყაზახეთიდან იმპორტი დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა. წლიურად ის 23.6%-ით 29.2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები