ყაზახეთი, დეკემბერში კასპიის მილსადენების კონსორციუმის (CPC) მილსადენის სისტემიდან, 58 000 ტონა ნავთობს აქთაუს პორტის გავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მიმართულებით გადმოამისამართებს - ამის შესახებ სახელმწიფო კომპანია Kaztransoil-მა განაცხადა.
ამის მიზეზი 29 ნოემბერს, ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს მდებარე CPC-ის საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დრონებით თავდასხმა გახდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება სარემონტო და აღდგენით სამუშაოებამდე შეჩერებულია.
შედეგად, ნავთობის ტრანსპორტირება საწყის გრაფიკთან შედარებით, აქთაუს პორტისკენ - დამატებით 58 ათასი ტონით, ატირაუ-სამარას მიმართულებით - 232 000 ტონით, ხოლო ჩინეთის მიმართულებით - 72 000 ტონით გაიზრდება.
გარდა ამისა, 2025 წლის დეკემბრის განმავლობაში, კომპანია Kaztransoil-ი ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს უზრუნველყოფს ნავთობის დროებითი შესანახი ობიექტებით.
კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაზიდვები საერთაშორისო პარტნიორებთან და ტვირთების გადამზიდავებთან იყო შეთანხმებული.




























