ყაზახეთი წლის ბოლომდე ბაქოს პორტში 1.4 მლნ ტონა ნავთობის გადატვირთვას გეგმავს, - ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო Trend-ს ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზტრანსოილში“ წყარომ განუცხადა.
„წლის ბოლომდე „ყაზტრანსოილი“ გეგმავს აქთაუს პორტიდან ბაქოს პორტში 1.4 მლნ ტონა ნავთობი გადატვირთოს“, - აცხადებს წყარო.
ამასთან, ყაზახეთმა უკვე მკვეთრად გაზარდა ბაქოს გავლით ნავთობის ტრანსპორტირების მაჩვენებელი. მიმდინარე წლის 8 თვეში აქთაუდან 2.16 მლნ ტონა ნავთობი გადატვირთა, რაც 54%-ით ანუ 759 ათასი ტონით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ნავთობის ნაწილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირდება.