მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახეთმა გერმანიისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო

ნავთობი
BM. GE
02.07.25 21:30
272

ყაზახურმა Tengizchevroil-მა, რომელიც ფლობს ქვეყნის ყველაზე დიდ ნავთობმომპოვებელ ობიექტ Tengiz-ს, გერმანიის მიმართულებით შავი ოქროს პირველი ნაკადი გაუშვა. ახალ ბაზარს ენერგოპროდუქტს ყაზახური მხარე რუსული “Druzhba”-ს მილსადენით აწვდის.

100,000 ტონა ნავთობის ამ გზით გაყიდვით ყაზახეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დივერსიფიცირების მიმართულებით. როგორც ცნობილია, აქამდე ქვეყანა შავ ოქროს მხოლოდ კასპიის მილსადენის კონსორციუმისა და შავი ზღვის პორტების დახმარებით ყიდდა. თავად ყაზახური კონსორციუმი მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს გერმანიისთვის ნავთობის მიყიდვის დაწყებას და იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ევროპულ ბაზარს უფრო აქტიურად აითვისებს.

“Druzba”-ს მილსადენი, რომელსაც საბჭოთა პერიოდში “მეგობრობის ხაზი” ერქვა, დღეს ევროპაში ყაზახური ნავთობის გაყიდვას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ომის ფონზე თავად ცენტრალურ აზიურ ქვეყანასაც კი არ სურს, ასოცირდებოდეს რუსულ ნავთობთან, ამიტომ ყაზახურმა კონსორციუმმა თავისი პროდუქტი “KEBCO”-ს სახელით დაბრენდა და თავის პროდუქტში სანქცირებული ქვეყნის ხსენებისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ TCO-ს საკმაოდ მრავალფეროვანი მეწილეები ჰყავს. კერძოდ, კომპანიის 50%-ს Chevron-ი, 25%-ს, ExxonMobil-ი, 20%-ს KazMunayGaz-ი, ხოლო 5%-ს Lukoil-ი ფლობს. სავარაუდოდ, სწორედ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ჩართულობის შედეგია, რომ ყაზახურმა ნავთობმა ევროპულ ბაზარზე გასვლა მოახერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები