ინფლაციის მზარდი საფრთხეების გამო, ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 18%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
აქამდე ქვეყანაში განაკვეთი 16.5% იყო, ანუ საქმე გვაქვს 1.5-პროცენტულპუნქტიან ცვლილებასთან.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზი 13%-მდე გაზრდილი ინფლაციაა, რომელიც ბოლო კვარტალში განსაკუთრებით დაჩქარდა და ეროვნული ბანკის მიერ დაშვებულ ზედა ჭერს გასცდა.




























