მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 3 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს - სამინისტრო

6267dda7d9a56
მარიამ იზორია
26.04.22 16:10
1593
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საერთაშორისო საკითხებში ერჟან კაზიხანოვს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორს სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ლოგისტიკურ მხარეებზე საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპაში ყაზახური და ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების ტრანსპორტირებისთვის მზად არის.

ამასთან, ყაზახურმა მხარემ საქართველოზე გამავალ დერეფანში ტვირთბრუნვის გაზრდის სურვილი გამოთქვა და როგორც მათ განაცხადეს, 2022 წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2 მლნ-დან 3 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს. მომდევნო წლებში კი ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები