მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახეთის პოლიციამ ნაზარბაევის ნათესავებისგან $230 მილიონის სამკაულები ამოიღო

6363dc0a5f3ad
გიორგი თოლორდავა
03.11.22 21:00
786
ყაზახეთში ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ოჯახის წევრებისა და ნათესავების წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი გრძელდება.

მიმდინარე კვირას ყაზახეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ნაზარბაევის ძმისშვილის, ქაირატ სატიბალდის უძრავი ქონებიდან 230 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები და ძვირფასი ნივთები ამოიღო.

სატიბალდის ბრალად ედება კორუფციული სქემის ორკესტრირება და თაღლითური გზებით სახელმწიფო საკუთრების მითვისება. უშუალოდ მის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ის ნაზარბაევის ოჯახის პირველი წევრია, რომელიც დააკავეს. სასამართლომ ქაირატ სატიბალდის თავისუფლების აღკვეთა 6 წლით მიუსაჯა.

ანტიკორუფციული სამსახურის განცხადებით, გამოძიება ნაზარბაევის ოჯახის სხვა წევრების წინააღმდეგაც მიმდინარეობს და სააგენტო უახლოეს მომავალში უცხოურ ოფშორში ინვესტირებული 300 მილიონი დოლარის აქტივების ამოღებასაც შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები