მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთში მინერალური წყლების ექსპორტი გაიზარდა - როგორ შეიცვალა სტატისტიკა?

63833b52cd14e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.22 15:05
1003
მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონლის - მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აღნიშნული საქონლის რეალიზებით 92.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 22.1%-ით ნაკლებია.

ჯამურად ქვეყნიდან ამ პერიოდში ექსპორტზე 169 188 ტონა საქონელი გავიდა, რაც პანდემიური - 2020 წლის მაჩვენებელს (170 943 ტონა) მცირედით ჩამორჩება.

მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომით შექმნილმა გარემოებამ, ქვეყნის ამ მნიშნელოვანი საქონლის რეალიზების არამხოლოდ მოცულობები და შემოსავლები შეცვალა, არამედ გარკვეული კორექტირებები საექსპორტო ბაზრების ნაწილშიც შეიტანა. ოფიციალური სტატისტიკით, მინერალური წყლების მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთი რჩება, თუმცა გასულ წელს მეორე ადგილზე მდგარმა უკრაინამ რეიტინგში მცირედით ჩამოქვეითდა და მისი ადგილი ყაზახეთმა დაიკავა, სადაც საქონლის ექსპორტი სხვა ქვეყნებიდან განსხვავებით გაიზარდა.

მინერალური წყლების TOP-10 საექსპორტო ბაზარი:

1. რუსეთი - 39.8 მლნ დოლარი, 72 402 ტონა;
2. ყაზახეთი - 19 მლნ დოლარი, 33 003 ტონა;
3. უკრაინა - 8.6 მლნ დოლარი, 20 609 ტონა;
4. ლიეტუვა - 6.4 მლნ დოლარი, 10 813 ტონა;
5. ბელარუსი - 5.2 მლნ დოლარი, 11 108 ტონა;
6. უზბეკეთი - 3.8 მლნ დოლარი, 6 404 ტონა;
7. აზერბაიჯანი - 1.3 მლნ დოლარი, 3 443 ტონა;
8. ისრაელი - 1.2 მლნ დოლარი, 1 753 ტონა;
9. აშშ - 1.1 მლნ დოლარი, 2 123 ტონა;
10. ლატვია - 938 ათასი დოლარი, 1 946 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა, მინერალური წყლების ექსპორტი გერმანიაში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, კანადაში, თურქმენეთში, სომხეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, კვიპროსში, ჩინეთში, თურქეთსა და უმნიშვნელო მოცულობებით სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები