მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგამდე მისასვლელ გზებზე გადაადგილება კვლავ შეფერხებით მიმდინარეობს - სასტუმრო „ოიშე“

ყაზბეგი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტამდე მისასვლელ გზებზე გადაადგილება კვლავ მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც კურორტზე ჯავშნები მასობრივად უქმდება, პასუხისმგებელ უწყებებში კი პრობლემით არ ინტერესდებიან, - ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმრო „ოიშეს“ დამფუძნებელმა, ლიკა ტოგონიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასულ კვირას, როდესაც თოვლის გამო გზები ჩაიკეტა, ტრაილერები გაუშვეს, რის გამოც 6-8 საათი ადამიანებს საცობში დგომა მოუწიათ. ამასთან, პრობლემაა სასტუმროებში მცირე ჯავშნების რაოდენობაც, რომელიც არსებული პრობლემების გამო მცირეა.

„წინა კვირას, თოვლის გამო გზა რომ ჩაიკეტა, თბილისში წამოსასვლელად, 6-8 საათი საცობში ვიდექით. სავარაუდოდ, როდესაც თოვლი დადნება, ჩვენც გვეშველება. ზოგადად გზებს პერიოდულად აკეთებენ, ორმოებს მაინც ავსებენ ხოლმე.

საგზაო დეპარტამენტი საპატრულო პოლიციისკენ გვამისამართებს ხოლმე. 112-შიც დავრეკეთ, რადგან საცობში ადამიანები ცუდად გახდნენ. ყველგან ვრეკავთ, სადაც შეგვიძლია, მაგრამ აზრი არ აქვს. თუ ხმას ამოიღებ, საცობში შეიძლება 5 საათის ნაცვლად 3 საათი იდგე, თუ ხმას არ ამოიღებ იქამდე იქნები გაჩერებული, სადამდეც იქნები. როცა 112-ში ვრეკავთ და ინფორმაციას ვითხოვთ ხოლმე, შემდეგ უკვე საპატრულოდან საქმეს გვირჩევენ - თუ რატომ ვრეკავთ, გზა ჩვენ გადავკეტეთ, რადგან ტრაილერები გაგვეშვაო. თოვლი იყო ერთი კვირა, გზა იყო ჩაკეტილი, ამის მიუხედავად, მოსახლეობა მხოლოდ ერთი საათი გაატარეს, ხოლო ტრაილერები 5 საათი გაუშვეს და მთელი ეს დრო საცობში ვიდექით. ხომ შეიძლება, რომ ჯერ მოსახლეობა გაეშვათ,“-აცხადებს ტოგონიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები