მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზბეგის” საბაჟოზე რუსული რუბლის უკანონოდ შემოტანა აღიკვეთა, რომლის ღირებულება ₾500 ათასზე მეტი იყო

საბაჟო
14.03.24 13:11
520

საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი”, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები