მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყაზბეგის" გამშვებმა პუნქტმა მუშაობა აღადგინა

ლარსი

"ყაზბეგის" გამშვებმა პუნქტმა მუშაობა აღადგინა. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება, "ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე, აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გუშინ, 31 ივლისს, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემა გააქტიურდა. დაფიქსირდა ღვარცოფული კერა. უსაფრთხოების მიზნით, "ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს. აიკრძალა საავტომობილო მოძრაობაც. თუმცა, დღეს დილიდან ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგენილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები