საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილი დეტალურად დაათვალიერეს. შემოწმების შედეგად, სამგზავრო ხელჩანთაში მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები იპოვეს, რომელთა საერთო წონა 165 გრამია.
ექსპერტიზის მიხედვით, ამოღებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 43 245 ლარი შეადგინა.




























