მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ყაზფოსფატი“ ბათუმის  პორტის გავლით ამოფოსის  გადაზიდვის გაზრდას გეგმავს

ბათუმის პორტი

ბათუმის პორტიდან სასუქების გადაზიდვის მაჩვენებელი იზრდება. „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ და „ყაზფოსფატმა“ მიაღწიეს შეთანხმებას ბათუმის საზღვაო პორტის გავლით ამოფოსის ტვირთის გადაზიდვის მოცულობის გაზრდაზე.

პორტის ადმინისტრაციის ცნობით, წელს ნავსადგური "ყაზფოსფატის" კუთვნილ 50 000 ტონამდე ამოფოსის (სასუქი) გადაზიდვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ყაზახური ამოფოსის ექსპორტი ბათუმის საზღვაო პორტიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ პირველად 2025 წლის თებერვალში განხორციელდა. ამ მინერალური სასუქის ბათუმში მიტანისთვის მულტიმოდალური ტრანსპორტირება განხორციელდა. ყაზახური ამოფოსის პირველი პარტია 3000 ტონა Big-bag - ით, თებერვლის დასაწყისში გადაიზიდა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმიდან „ყაზაზოტის“ ამონიუმის ნიტრატის გადაზიდვების გაფართოებაც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები