მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზმუნაიგაზი" საქართველოს გავლით მშრალი ტვირთების ტრანსპორტირების მოცულობის ზრდას გეგმავს

ყაზმუნაიგაზი

ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზი“, რომელიც საქართველოში ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის პორტის ფლობს, 2028 წლისთვის საქართველოს გავლით მშრალი ტვირთების ტრანსპორტირების მოცულობის 7,4 მლნ ტონამდე ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროს „ყაზმუნაიგაზის“ ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ერბოლატ მენდიბაევმა განუცხადა.

როგორც მენდიბაევმა ინტერვიუში აღნიშნა, კომპანიისთვის ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივებია.

„ჩვენ საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მარშრუტად მივიჩნევთ ტრანსპორტირების განვითარებისთვის. 2024-2028 წლებში კომპანია გააგრძელებს წლიურად 2 მლნ ტონა ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას. რაც შეეხება მშრალ ტვირთის ტრანსპორტირებას, 2024 წელს 6,9 მლნ ტონის ოდენობის, ხოლო 2028 წლისთვის 7,4 მლნ ტონის ტრანსპორტირება იგეგმება“, - განაცხადა ერბოლატ მენდიბაევმა.

მისივე თქმით, 2023 წელს ბათუმის პორტის გავლით 86 ათასი ტონა ყაზახური ნავთობი გადაიზიდა. ხოლო წელს ყაზახური ნავთობის გადაზიდვა არ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები