მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყირგიზეთი ისევ პირველ ადგილზეა - რამდენი და რა ღირებულების ავტომობილი გადის რეექსპორტზე

ექსპორტი

2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უცხოეთში 576 მილიონი დოლარის მსუბუქი ავტომობილები გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლები იყო.

აღნიშნული კლება დაკავშირებულია აზერბაიჯანის, სომხეთისა და ტაჯიკეთის მიმართულებით რეექსპორტის შემცირებასთან, თუმცა სანაცვლოდ გაზრდილია რეექსპორტი ყირგიზეთის მიმართულებით, რომელიც ავტოექსპორტში #1 ადგილს იკავებს.

ამასთან, საგულისხმოა, რომ ყირგიზეთის არ არის მიერთებული რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სავაჭრო სანქციებს და აღნიშნული ქვეყნიდან ადგილობრივ დილერებს ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში შეუფერხებლად გააქვთ. სწორედ ყირგიზეთის მიმართულებით საქართველოდან შედარებით ძვირად ღირებული ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება (ერთ ავტომობილზე $36 ათასი საშუალოდ), მაშინ როდესაც სომხეთში რეექსპორტზე გატანილი ავტომობილის საშუალო ფასი $17 ათასია, ხოლო აზერბაიჯანში კი $19 ათასი.

საქართველოდან რეექსპორტზე გასული ავტომობილების რაოდენობა და ღირებულება ქვეყნების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში:

ქვეყანა ექსპორტის მოცულობა მილიონი დოლარი ავტომობილების რაოდენობა ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით ერთი ავტომობილის საშუალო ფასი, ათასი დოლარი
ყირგიზეთი $267 მლნ 7,424 109% $36 ათასი
ყაზახეთი $181 მლნ 13,584 34% $13 ათასი
აზერბაიჯანი $70 მლნ 3,655 -54% $19 ათასი
სომხეთი $31 მლნ 1,872 -72% $17 ათასი
ტაჯიკეთი $7 მლნ 485 -34% $14 ათასი
ბელგია $6 მლნ 104 -40% $53 ათასი
არაბთა გაერთიანებული საამიროები $4 მლნ 122 -29% $32 ათასი
უკრაინა $3 მლნ 444 -17% $7 ათასი
თურქეთი $2 მლნ 77 -2% $30 ათასი
მოლდოვა $1 მლნ 90 29% $12 ათასი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები