მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყირგიზეთის შემდეგ, საქართველოდან ავტოექსპორტის ბუმი ტაჯიკეთშიც დაიწყო

მანქანა ავტოექსპორტი ავტომობილი

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების 93 ათასი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. ამ ავტომობილების ნახევარი ექსპორტზე ყირგიზეთში გავიდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ყირგიზეთი, რომელიც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა საქართველოდან შედარებით ძვირად ღირებულ ავტომობილებს ყიდულობს, კერძოდ წელს იმპორტირებული ავტომობილების საშუალო ღირებულება 33 ათას დოლარს შეადგენდა, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტია. თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდება და ხშირ ყირგიზეთიდან დილერები ავტომობილებს რუსეთის ფედერაციაში ყიდიან.

კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, წელს ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა ტაჯიკეთსა და უზბეკეთშიც, 494%-ით და 593%-ით შესაბამისად. ასევე 2,271%-ით გაიზარდა ავტოექსპორტი თურქმენეთში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აზერბაიჯანში ავტოექსპორტი წელს 29%-ით შემცირდა და 181 მილიონი დოლარი შეადგინა, ასევე 48%-ის კლებაა სომხეთში სადაც ექსპორტი 46 მილიონი დოლარის ტოლი იყო.

ავტოექსპორტი ქვეყნების მიხედვით 2025 წლის 10 თვეში:

# ქვეყანა მილიონი დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთი ავტომობილის საშუალო ფასი ექსპორტის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
1 ყირგიზეთი $1,166 მილიონი; 35,225 ერთეული; $33 ათასი; 21%
2 ყაზახეთი $639 მილიონი; 37,093 ერთეული; $17 ათასი; 3%
3 აზერბაიჯანი $181 მილიონი; 6,771 ერთეული; $27 ათასი; -29%
4 ტაჯიკეთი $118 მილიონი; 5,578 ერთეული; $21 ათასი; 494%
5 უზბეკეთი $60 მილიონი; 2,081 ერთეული; $29 ათასი; 593%
6 სომხეთი $46 მილიონი; 2,239 ერთეული; $21 ათასი; -48%
7 თურქმენეთი $24 მილიონი; 956 ერთეული; $25 ათასი; 2271%
8 უკრაინა $13 მილიონი; 1,110 ერთეული; $11 ათასი; 48%
9 არაბთა გაერთიანებული საამიროები $11 მილიონი; 87 ერთეული; $121 ათასი; 33%
10 მოლდოვა $8 მილიონი; 602 ერთეული; $14 ათასი; 143%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები