მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყირგიზეთი კვლავ საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

ვაჭრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში ყირგიზეთი საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი გახდა და მას შემდეგ პირველ ადგილს იკავებს. იქამდე, პირველობას რუსეთი და აზერბაიჯანი ინაწილებდნენ.

9 თვეში საქართველოს $4.7 მლრდ-იან ექსპორტში ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა 19%-იანი წილით და 907.9 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებების რეიტინგის სათავეშია.

ექსპორტის ზრდა, რეექსპორტის, კერძოდ კი მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე მოდის. ექსპორტი იანვარ-სექტემბერში 83.6%-ით გაიზარდა.

საექსპორტო პროდუქციის ხუთეული კი, ასე გამოიყურება:

  • სუბუქი ავტომობილები - $838,3 მლნ;
  • სიგარები და სიგარელები - $42.9 მლნ;
  • ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - $3.7 მლნ;
  • სამკურნალო საშუალებები - $3.5 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები - $3 მლნ.

რაც შეეხება იმპორტს, წელს მხოლოდ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა 20.3%-ია. იმპორტირებული პროდუქტების ხუთეული კი ასეთია:

  • თხილი და სხვა კაკალი - $1.4 მლნ;
  • გამხმარი პარკოსანი ბოსტნეული - $741.2 ათასი;
  • მსუბუქი ავტომობილები - $320.7 ათასი;
  • სატვირთო ავტომობილები - $272.9 ათასი;
  • სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი - $142.9 ათასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები