მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყოფილი ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ბელგიაში დააკავეს - მიზეზები

ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები, ფედერიკა მოგერინი დღეს ბელგიის პოლიციამ დააკავა.

ბელგიური გამოცემის, Euractiv-ის ინფორმაციით, მისი დაკავება ევროპის კოლეჯის გარშემო არსებულ შესაძლო კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. როგორც მედია იუწყება, საქმე ეხება მოგერინის რექტორობის პერიოდში 3.2 მილიონ ევროდ იმ შენობის შეძენას, რომელიც შემდგომ ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურმა დიპლომატიურ აკადემიად გამოიყენა.

გამოძიების ვარაუდით, მოგერინის გარემოცვამ წინსწრებით, კანონდარღვევით მიიღო ინფორმაცია ევროკავშირის მიერ ახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ. შესაბამისად, შეიძინა შენობა და ტენდერის გამოცხადების შემდეგ გამარჯვებაც მოიპოვა. შედეგად, ევროპის კოლეჯმა ევროკავშირისაგან 654,000 ევროს მოცულობის დაფინანსება მიიღო.

ბელგიის პოლიციამ მოგერინის გარდა დააკავა სტეფანო სანინოც. ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. სავარაუდოდ, სწორედ სანინომ მიაწოდა ინფორმაცია ყოფილ ხელმძღვანელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები