მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

YouTube-ის CEO თანამდებობას ტოვებს

63ef50b100c69
გიორგი თოლორდავა
17.02.23 14:24
1407
სტატიაში საუბარია:
YouTube-ის გენერალური დირექტორი, სიუზან ვოიჩიცკი თანამდებობას ტოვებს. მას წარმოშობით ინდოელი ბიზნესმენი, ნოელ მოჰანი ჩაანაცვლებს.

ვოიჩიცკმა Google-ის გუნდში თითქმის 25 წელი გაატარა, უშუალოდ YouTube-ს კი ის 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. გადადგომის კონკრეტული მიზეზი მას არ დაუსახელებია, თუმცა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მისი პირადი და ოჯახური გარემოებებითაა განპირობებული.

YouTube-ის მენეჯმენტში ცვლილებებს ადასტურებს Google-ის ხელმძღვანელი, სუნდარ პიჩაიც, რომელმაც ინვესტორებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ახალი სტრატეგიის განხორციელებისთვის ემზადება, რომელიც მნიშვნელოვნად იქნება დაფუძნებული ხელოვნურ ინტელექტზე.

სიუზანის მმართველობის ბოლო სამი წელი გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა, კოვიდპანდემიის პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით YouTube-ის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი გამოძიება დაიწყო. თავად ვიდეოპლატფორმა კი ჩინურ კონკურენტთან, TikTok-თან თითქმის ყოველწლიურად კარგავს მომხმარებლებს.

ზუსტად როგორი იქნება ახალი CEO-ს სტრატეგია, ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციისთვის, ბოლო სავაჭრო სესიაზე Google-ის (Alphabet) აქციების ღირებულება 1.5%-ით შემცირდა. $1.22-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით კი ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები