მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყოველ წელს 7-8 სადგური იხსნება, მაგრამ დადგმული სიმძლავრე დიდი არ არის, მხოლოდ მცირე სადგურები შედის ექსპლუატაციაში” - ნარმანია

სემეკი

2030 წლისთვის ელექტროენერგიის მიმართულებით მიღწეული იქნება ნულოვანი იმპორტდამოკიდებულება - ამის შესახებ საუბარია საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტში, რომლის საბოლოო ვერსია რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2030 წლისთვის გათვალისწინებულია დამატებით 430 მეგავატი მარეგულირებელი და 237 მეგავატი სიმძლავრის მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა (ჯამში 667 მეგავატი), 730 მეგავატი ქარის სადგურების და 547 მეგავატი მზის ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ საქართველოს ენერგეტიკული დოკუმენტით დადგენილი მაჩვენებლების შესრულება მიღწევადია, თუმცა ქვეყანაში მსხვილი და საშუალო ჰესების მშენებლობა გასააქტიურებელია, რომელიც მოსახლეობისა და კონკრეტული ორგანიზაციების გამო ფერხდება.

“არის შემთხვევები, როცა ინვესტორი და მოსახლეობა თანხმდება, როცა ინვესტორი გარკვეულ პროექტებს ახორციელებს ადგილზე, ცდილობს სოციალური ფონი, მდგომარეობა გააუმჯობესოს, მაგრამ ხშირად არიან ადგილზე ჩასული ორგანიზაციები, რომლებიც არიან კატეგორიული მოწინააღმდეგეები ჰესების მშენებლობის. ეს არ ეხება მხოლოდ იმ სამ მსხვილ ჰესს, რომელიც გაჩერებულია. არის შემთხვევები, როცა საშუალო ჰესების შემთხვევაშიც ასეთი პროტესტი იყო. მცირე სადგურების მშენებლობა უფრო უწყინარ რეჟიმში მიმდინარეობს და ყოველწლიურად როცა ჩვენ ვაქვეყნებთ წლიურ ანგარიშს იქ ჩანს ძალიან კარგად, რომ ყოველწლიურად 7-8 სადგური იხსნება, მაგრამ ჯამში დადგმული სიმძლავრე არ არის დიდი, იმიტომ რომ მხოლოდ მცირე სადგურების მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება ხდება,”- ამბობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები