მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველი დღე და წუთი მიეძღვნება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაცული იყოს - ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რამხელა გავლენას ახდენენ საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ის ყველაფერს გააკეთებს.

"ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს საგარეო პოლიტიკის განხორციელება განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად სიფრთხილეს მოითხოვს. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რამხელა გავლენას ახდენენ საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და პირიქით, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, ვიყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული იქნება ნდობა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჩემი მხრიდან ყოველი დღე და ყოველი წუთი მიეძღვნება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, კონსტიტუციური მიზნები საერთაშორისო არენაზე დაცული. ერთგვარად სახლში დაბრუნებასავით არის ჩემთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა. ფაქტობრივად, ამ სამინისტროში გავიზარდე, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო ის გამოცდილება, ძალა და ენერგია, რომელიც საპარლამენტო გუნდიდან, საპარლამენტო საქმიანობიდან მომყვება და და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, რომელსაც მიცხადებთ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები