მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI-ის კვლევა

64521d7d6da32
მარიამ ვარადაშვილი
03.05.23 12:39
770
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. ამასთან, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კვლევის მიხედვით, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.

კითხვაზე - გყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და რეგულარულად უგზავნის ფულს თქვენს ოჯახს - 16% პასუხობს, რომ დიახ. ხოლო კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ - 15% პასუხობს, რომ მოსალოდნელია, ხოლო 3%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები