მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ 18 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა - მერია

კახთი
23.12.23 21:29
1228

ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და მოსულმა წვიმამ დააზიანა 18 საცხოვრებელი სახლის სახურავი , - ამის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარმა მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

"ამ ეტაპზე, ქალაქის ნაწილში აღდგენილია ელექტრო ენერგიის მიწოდება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, მოხდა გზების გაწმენდა.

სიტუაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი ადგილზე გაეცნენ. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა", - წერია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები