განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრ, გიორგი ამილახვრის თქმით, ყველა დარწმუნდა, რომ შანტაჟის ენით ბიძინა ივანიშვილზე გავლენას ვერ მოახდენს, რომ სახელმწიფო ინტერესებზე უარი თქვას. ასე ეხმაურება მინისტრი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ამერიკელი დიპლომატის, ჯეიმ ო’ბრაიენის ვიზიტს საქართველოში.
„მე მგონი, ყველა თვალნათლივ დარწმუნდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, მთლიანად ხელისუფლებისა და „ქართული ოცნებისთვის“ შანტაჟის ენით თუ სანქციების მუქარით საუბარი არ არის ის ურთიერთობა, რომელსაც „ქართული ოცნება“, ან ქართველი ხალხი მიიღებს. ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც ბიძინა ივანიშვილზე, ვერც ნებისმიერზე, რომ სახელმწიფო ინტერესებზე უარი თქვას“, - თქვა მან.