მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა ელის ჩინეთის ბაზრის გახსნას“ - რა აფერხებს გლობალური ტურიზმის აღდგენას

6375ef97b694e
თელარა გელანტია
17.11.22 22:35
647
გლობალური ტურიზმის აღდგენის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ჩინეთში ამ დრომდე არსებული covid-შეზღუდვებია. ამის შესახებ UNWTO-ში სახელმწიფოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ბექა ჯაყელმა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დრომდე ძალიან მკაცრი შეზღუდვებია, როგორც ჩინელების საზღვარგარეთ გასვლასთან დაკავშირებით, ასევე ჩინეთში მოგზაურობაზე, არადა მოგეხსენებათ, პანდემიამდე ჩინელი ტურისტების წვლილი საერთაშორისო ტურიზმის დანახარჯებში ყველაზე მაღალი იყო. ამდენად, ჩინეთის ბაზარი, ჯერჯერობით, ისევ არაა ხელმისაწვდომი და ყველა განსაკუთრებით ელოდება ამ ბაზრის გახსნას. ვიმედოვნებ, ჩინეთის მთავრობა მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას შეზღუდვების მოხსნაზე და მალე ჩინელი ტურისტები ისევ დაიწყებენ მოგზაურობას. ასევე, უნდა ითქვას, რომ იაპონიამაც ძალიან ცოტა ხნის წინ მოხსნა covid-შეზღუდვები“, - აცხადებს ბექა ჯაყელი.

მისივე თქმით, ტუერიზმში დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონებია ევროპა და ახლო აღმოსავლეთი. „ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ covid-შეზღუდვები მოხსნა“, - აღნიშნა ჯაყელმა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება გლობალური ტურიზმის აღდგენის ტემპი შეანელოს, UNWTO-ს ანალიზით, რუსეთ-უკრაინის ომია.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, წელს გლობალური ტურიზმი, 2019 წელთან შედარებით, 60-70%-ით აღდგება.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, 2022 წლის 7 თვის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმი, 2019 წელთან შედარებით, 57%-ით აღდგა. 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა 1,3 ტრილიონი დოლარით შემცირდა 2019 წელთან შედარებით. 2021 წელს კი, შემოსავლების მოცულობა 2020 წელთან შედარებით 100-დან 200 მილიარდის ფარგლებში გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები