ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებს, პროცესს კი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი წარმართავს. მან ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომელიც განვითარებულ მოვლენებზე ივანიშვილის პოზიციას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამუდმებული შანტაჟის დაზღვევა მოხდა და შედეგად, ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნება, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
"იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე. ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს, რა თქმა უნდა, წარმართავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე.
რაც შეეხება თვითონ პროცესების განვითარებას, ჩვენ რეალურად დავასრულეთ შანტაჟი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იქნა 28 ნოემბერს. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლევადიანი რყევა გვქონდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან", - თქვა კობახიძემ.