მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველა მათგანი გუნდში რჩება. პოზიციები ჯერ არ ვიცით - მთავრობა ყოფილ რწმუნებულებზე

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

ყველა მათგანი გუნდში რჩება. პოზიციები ჯერ არ ვიცით - ასე უპასუხეს bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციაში კითხვაზე, რატომ ჩაანაცვლა ირაკლი კობახიძემ 5 რეგიონის რწმუნებული.

საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა. რწმუნებულები შეიცვალნენ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

  • მცხეთა-მთიანეთში დავით ნოზაძე ალექსანდრე ზაგაშვილმა შეცვალა;
  • შიდა ქართლში - ლევან ხარაბაძე სიმონ გულედანმა;
  • სამცხე-ჯავახეთში - ბესიკ ამირანაშვილი ზაალ გელაშვილმა;
  • გურიაში - გიორგი ურუშაძე გიორგი ღურჯუმელიძემ;
  • ქვემო ქართლში - გიორგი დოხტურიშვილი ლევან ხარაბაძემ.

ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში "ოცნების" მთავრობის რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები