მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. ის აქამდე თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე გახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან მიმდინარე წლის 1 მარტს გაათავისუფლეს. რის შემდეგაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მისი მოადგილე, ილია შამუგია ასრულებდა. ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 2021 წლიდან მუშაობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ასევე მთავრობის საპარლამენტო მდივანიც იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები