მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია, ზოგი პოლიტიკაში იყო, ზოგი ბიზნესში - კალაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე

სს
13.07.24 14:41
325

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული.

როგორც მან ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, პარტიებისთვის სახელების ცვლილება მათი წევრების წარსულ საქმიანობას არ ცვლის.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება და ვინ რომელ პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები? ყველა მათგანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია, რომელთაც სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ - ზოგი პოლიტიკაში იყო, ზოგი ბიზნესში და იქიდან ატერორებდა ხალხს. ერთნი არიან - რადიკალების დიდი დაჯგუფება. როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალურ ფაშიზმზე, ზუსტად ეს ადამიანები არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები, ვინც ყველანაირი სიბინძურის, ბოროტების მკადრებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ხომ არ დაგვავიწყდა, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში? ამას რომ არ ვახსენებთ საზოგადოებას, არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ის დაავიწყდა" - კახა კალაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები