მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა ვთანხმდებით, რომ მუნიციპალიტეტების შემოსავლები უნდა გაიზარდოს" - როდიდან დარჩება საშემოსავლო გადასახადის ნაწილი თვითმმართველობებს?

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ადგილობრივ თვითმმართველობებში დატოვებასთან დაკავშირებით გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია.

როგორც მან პარლამენტში, BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საკითხზე მუშაობა სავარაუდოდ ახალ პარლამენტთან გაგრძელდება და გამოიკვეთება, მომდევნო წელს იქნება განხორციელება შესაძლებელი თუ 2026 წლიდან.

„გასულ წელს შევთანხმდით, რომ დავიწყებდით ამ მიმართულებით მუშაობას. გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია. ალბათ მოგვიწევს ახალ პარლამენტთან ამ მიმართულებით მუშაობა. ერთ რამეზე ვთანხმდებით ყველა, რომ მუნიციპალიტეტების შემოსავლები უნდა გაიზარდოს. შემოსავლების გაზრდა მუნიციპალიტეტებში ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა დააკლდეს გარკვეული რესურსი, თუმცა აბსოლუტურად ლოგიკურია და ეტაპობრივად ეს ასე უნდა მოხდეს. ვნახოთ მომავალ წელსვე იქნება ამოქმედება შესაძლებელი, თუ ეს შეიძლება იყოს უკვე 2026 წლიდან“,- თქვა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები