გასული კვირის ერთ-ერთი უმთავრესი ამბავი 9 სექტემბერი და Apple-ს ტრადიციულად ახალი მოდელების პრეზენტაცია იყო: Apple-ის დასაკეცი ტელეფონი, მე-18 თაობის PRO და PRO MAX აიფონები, ახალი ყურსასმენები და საათები - ეს იმ სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 9 სექტემბერს მსოფლიოს წარუდგინა. ღონისძიება, რომელსაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს, იყო ერთგვარი დებიუტიც Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ტერნუსისთვის. მოკლედ, აშკარაა, რომ ლეგენდარული სტივ ჯობსისა და ტიმ კუკის მემკვიდრემ შესანიშნავად გაართვა თავი თავის პირველ დავალებას.






























