მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველაფერი გაუქმდა, ერთი წელი სრული სტაგნაცია გველოდება” - ტურისტული კომპანია

6239d94bb9d15
მარიამ ადამია
26.03.22 20:00
10470

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოში გაუქმებული ჯავშნების 80% უკრაინაზე, პოლონეთსა და ევროპის დანარჩენ ქვეყნებზე მოდის, რასაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ.
რაც შეეხება ტურისტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში აქტიურად აგრძელებენ მოგზაურობას, ისრაელიდან და არაბული სამყაროდან არიან.

ტურისტული კომპანია BeMICE DMC-ის დირექტორმა და ტრენერმა, ვიკა შარიამ, გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ ფაქტობრივად ყველაფერი გაუქმდა და ერთი წელი სრული სტაგნაცია ელოდებათ.

“მიმდინარე მოვლენების ფონზე ტურისტულ სააგენტოებს ფასების ცვლილება მუდმივ რეჟიმში გვიწევს, რაც დამოკიდებულია მაგალითად საწვავის ღირებულებაზე, რომლის ზრდა სატრანსპორტო მომსახურების ფასის მატებას იწვევს. ისედაც მძიმე მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ არ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ ვიქცევით, ან რაზე შევაჩეროთ ყურადღება. ამ თემაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ინფორმაციაც გამოვითხოვე და ვკითხე, თუ რომელ ბაზრებზე ფიქრობდნენ ახლა რეფოკუსირებას. პასუხად მივიღე, რომ “ვაგრძელებთ მუშაობას ისრაელის ბაზარზე და გვაქვს მოლაპარაკება ბალტიისპირეთის ქვეყნების საელჩოებთან, ვგეგმავთ ღონისძიებას", - აცხადებს ვიკა შარია.

მისივე თქმით, ბალტიის ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში მასობრივად არც აქამდე ჩამოდიოდნენ და ძალიან საეჭვოა, ამ მძიმე პერიოდში გააქტიურდნენ. კომპანია BeMICE DMC-ის დირექტორი ტურიზმის ადმინისტრაციას მოუწოდებს მეტად რეალისტურები გახდნენ და დაეხმარონ კერძო სექტორს სწორ/ეფექტიან მუშაობაში, რისთვისაც პირველ რიგში, სამოქმედო გეგმაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები